ტყუილ-მართლის გარჩევის ამბავი
მოამზადა მარიამ ავაქოვმა
ხანდახან ცრუ ინფორმაცია უფრო ადვილად ვრცელდება ვიდრე სიმართლე, ბოლო პერიოდში საქართველოში აქტუალური სოციალური ქსელი, ფეისბუქი გახდა ტროლების და ყალბი შინაარსის მატარებელი გვერდების გამავრცელებელი. ეს ტენდენცია მსოფლიოშიც აქტუალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პლათფორმა დაადანაშაულეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით კანდიდატ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში მონაწილეობის მიღებით.

ექსპერიმენტი

ვიდეო,რომელიც მე ჩავწერე, ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც კარგად ასახავს ტენდეციებს, თუ როგორ შეიძლება ვერ გაარჩიოს მკითხველმა ნამდვილი ამბავი ყალბისაგან.
ამისთვის მომიწია გავსულვიყავი გარეთ და გამომეკითხა რესპოდენტები.
მთლიანობაში 5 ამბავი იყო მოცემული, მათგან მხოლოდ ერთი იყო ე.წ. FAKE.
ამბავი 1: ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა http://geworld.ge/ge/8587/ FAKE
დანარჩენი სათაურები რეალურ ისტორიას მოგვითხრობდა:
ამბავი 2: ნაცისტები ცდილობდნენ ძაღლებისათვის ლაპარაკი და კითხვა ესწავლებინათ https://www.dailymail.co.uk/news/article-1390340/D...
ამბავი 3: რუსეთის ფოსტის კურიერებს იარაღის ტარების უფლება აქვთ https://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/...
ამბავი 4: თბილისში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა — შსს http://go.on.ge/w70
ამბავი 5: 100 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა ტორონტოს მარათონი დაძლია https://www.telegraph.co.uk/news/newstopics/howabo...



რა ხდება სინამდვილეში?

http://geworld.ge/ge/8587/
გამოქვეყნებული ამბავი: „ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა „მითების დეტექტორის" ( https://bit.ly/2CqhksC ) მიხედვით არის გამოგონილი ამბავი.

სამი ტიპის ყალბი ინფორმაციიდან ( https://bit.ly/2Gv63LG ) ის მიეკუთვნება სატირისა და იუმორის ტიპს, რადგან მისი პირველწყაროა World News Daily Report-ი, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ WNDR სტატიების პერსონაჟები სატირული ბუნებისაა და ყველა პერსონაჟი სრულიად გამოგონილია https://worldnewsdailyreport.com/disclaimer_/





ექსპერიმენტის შედეგად ცხრა რესპოდენტებისგან მხოლოდ სამი მათგანი მივიდა სწორ პასუხამდე, დანარჩენი ექვსი კი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა: ყველა მათგანი თვლის, რომ „ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა" ნამდვილი ამბავია

დანარჩენი პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ორი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ყალბია ამბავი, რომ "ნაცისტები ცდილობდნენ ძაღლებისათვის ლაპარაკი და კითხვა ესწავლებინათ".
ოთხი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ყალბია ამბავი, თითქოს "100 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა ტორონტოს მარათონი დაძლია"
MDF-ის მკვლევარის, ანა ჩიტალაძის რჩევები, როგორ გავარჩიოთ ყალბი ამბავი და არ გავხვდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი

21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ყალბი ინფორმაციის რეალურისგან განსხვავება, ინტერნეტის ეპოქაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ართულებს გადამოწმების პროცესს.

ამისთვის მნიშვნელოვანია:
* ვიყოთ კრიტიკულები, დავსვათ შეკითხვა, თუ რამდენად მართალია და რეალურად შეიძლება მომხდარიყო ამბავი, რომელსაც ვისმენთ, ვკითხულობთ თუ ვეცნობით.
* ყურადღებით გადავამოწმოთ წყარო, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენათ სანდოა კონკრეტული მედია წყარო: თუ არის ვებგვერდი, მისი სანდოობა უნდა გადამოწმდეს
* სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მოითხოვს უფრო დიდ ყურადღებას, უნდა დავადგინოთ წაკითხული ამბის პირველი წყარო, სად გავრცელდა პირველად
* მნიშვნელოვანია ფოტო-ვიდეოს მასალების გადამოწმება, რადგან ისინი მანიპულაციებისთვის ხშირად გამოიყენება და მთავარია პირველი წყაროს მოძიება და გადამოწმება
* თუ ფიზიკური პირის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, მაშინ საჭიროა გავერკვიოთ ამ ადამაინის კომპეტენტურობაში იმ სფეროს მიმართ, რომელზეც ის აქვეყნებს ინფორმაციას და რამდენად სანდოა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website